ანა ქართლელიშვილის მდგომარეობა მძიმე ავარიის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა

კახეთში 14 ოქტომბერს მომხდარ ავარიას გადარჩენილი ანა ქართლელიშვილი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, რეაბილიტაციის პროცესს გადის. გუშინ საღამოს მან უკვე ლაპარაკი დაიწყო და ნაბიჯების გადადგმასაც ახერხებს.
„სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ. წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ უკვე დიდი სასწაულია.“ „ის დღე რომ დადგა, ანნას ვეჭორავე, ქოცების აღსასრულიც იქნება! ანნას დაბრუნებასთან ერთად მოვა ნამდვილი გაზაფხული“, — წერდნენ ანა ქართლელიშვილის მეგობრები და თანამებრძოლები გასულ ღამეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ანი ქავთარაძე ნეტგაზეთთან ჰყვება, რომ ანა დაახლოებით ერთი თვის წინ მოვიდა გონს, ცნობიერება აღუდგა, თუმცა ავარიის ეპიზოდი მას არ ახსოვს.
„მისი ტრავმის გათვალისწინებით, უკვე სასწაულია, რაც მოხდა. დრო არც აქამდე დაგვიკარგავს, მაგრამ ახლა უკვე აქტიური რეაბილიტაცია დაიწყება. რეანიმაციიდან პირდაპირ სახლში გაწერეს, რადგან ქვეყანაში შუალედური რგოლი არ გვაქვს, მოშლილია, პაციენტის მოვლის სერვისი ფაქტობრივად არ არსებობს, სახლში გიწევს საავადმყოფოს მოწყობა. დან ველოდებით პასუხს, სპეციალური მეტალისგან მზადდება 3D პრინტერზე მასალა თავის ქალის ძვლების აღდგენისთვის. ცნობიერება სრულად არის აღდგენილი. ავარიის ეპიზოდი არ ახსოვს და ამ თემაზე ჯერ არავინ საუბრობს მასთან“, — ამბობს ანი ქავთარაძე.
კახეთში მომხდარ ავარიას თვეების წინ კოალიციის წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა.
„მადლობა ყველას, ვინც ანას გადარჩენისთვის იბრძოლეთ“, — დაწერა ელენე მეგრელიშვილის დედამ.