უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით, X-59 ტიპის საავიაციო მართვადი რაკეტით და ასევე Shahed-ის ტიპის 20 დრონით“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტამ სამიზნეს ვერ მიაღწია. 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა კი უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის