ამერიკელთა რაოდენობა, ვინც წელს ზამთრის არდადეგებზე ფრენას გეგმავს, ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება

ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) პროგნოზით, ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც წელს ზამთრის არდადეგებზე ფრენას გეგმავენ, ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება – 7,51 მილიონი.
23 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით 10-დღიანი პერიოდის წინა რეკორდი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც ავიაკომპანიის მომსახურებით 7,33 მილიონმა ამერიკელმა ისარგებლა.
ზოგადად, -ის 115,2 მილიონი მცხოვრები საშობაო და საახალწლოდ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოგზაურობას გეგმავს. ეს 2,2%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, და ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ, როდესაც 119 მილიონი ამერიკელი მოგზაურობდა, აღნიშნავენ ექსპერტები.
ეს პროგნოზი მოიცავს 103,6 მილიონ ადამიანს, რომლებიც გამოიყენებენ მანქანას მინიმუმ 50 მილის (80 კმ-ზე ცოტა მეტი) გასავლელად. ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბენზინის ფასები აგრძელებს კლებას მრავალწლიანი მაღალი მაჩვენებლებიდან და შეიძლება მომავალ არდადეგებზე გალონზე 3 დოლარზე ქვემოთ დაეცეს.
ასოციაციის პროგნოზით, კიდევ 4,05 მილიონი ადამიანი გამოიყენებს ტრანსპორტის სხვა საშუალებებს, მათ შორის ავტობუსებსა და მატარებლებს.