საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა

საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ომს თავისი სახელი დაარქვა და გააჟღერა, რომ ეს ომი სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ წააქეზა. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართვას და ამ ფაქტის მიღება ყველას მოუწევს.
“მთელი სამწლიანი დეზინფორმაციული პროპაგანდა უკრაინის ომის შესახებ დასრულდა. დღეს უკვე ღიად გაცხადდა, რომ ამ ომის კონფლიქტური მხარეები არა და , არამედ, და ამერიკაა. იყო მსხვერპლი, პოლიგონი მათ შორის კონფლიქტის. როდესაც ჩვენ გასულ წლებში ამაზე მივუთითებდით, ბაიდენის ადმინისტრაცია და მათი ლიბერალური ევროპა არა მარტო უკრაინის, არამედ, მსოფლიოს მტრებად გვაცხადებდნენ.
დღეს საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა და აღნიშნა, რომ ამ ომის პროვოცირება სწორედ ამერიკის პრეზიდენტისგან მოხდა, რომელმაც წააქეზა უკრაინა ნატოსკენ, რაც არარეალური იყო.
როგორც უკრაინა, ასევე, ევროპაც გაცხარებულია იმით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან. არადა, სწორედაც რომ სამართლიანად მიდის პროცესები და მოლაპარაკების მაგიდასთან რეალურად კონფლიქტური მხარეები სხედან.
მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში. შემდეგშიც მოხდება ის, რასაც არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, რუსეთ-ჩინეთის ამბიციური გეგმები გვთავაზობს. მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართავს და უნდათ თუ არ უნდათ, ამის მიღება მოუწევთ”,- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში