რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?! – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტს.
„ივანიშვილის რეჟიმი იზიარებს პასუხისმგებლობას ღირსეული დემოკრატებისა და თავისუფლებისთვის მამაცი მებრძოლების წინააღმდეგ ქუჩებში განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილზე. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!“, – წერს როთი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
