: თავიდანვე მშვიდობაზე ორიენტირდებოდა

კრემლის პრესსპიკერი, ირწმუნება, რომ “თავიდანვე” მშვიდობაზე ორიენტირდებოდა.

პესკოვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპელი ლიდერებისგან, უკრაინისგან და ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით სამშვიდობო მოლაპარაკებების საჭიროებაზე ომის დაწყებიდან ლაპარაკობდა.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

“რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მშვიდობაზე ორიენტირებას, ეს ორიენტირება თავიდანვე იყო და პრეზიდენტი პუტინი თავიდანვე იმეორებდა სიტყვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობის შესახებ, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით უკრაინისგან, რომელმაც საკუთარ თავს სამშვიდობო მოლაპარაკებები აუკრძალა, განსხვავებით ევროპელებისგან, რომლებიც ყოველთვის ლაპარაკობდნენ ომის ნებისმიერ ფასად გაგრძელების აუცილებლობაზე, [განსხვავებით] ვაშინგტონში წინა ადმინისტრაციისგან, რომელიც ასევე მხარს უჭერდა ომს ბოლო უკრაინელამდე”. – თქვა პესკოვმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას