„ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ბიძინა ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
