“დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” ამ დევიზით მიმდინარეობდა გუშინ “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ელისეს სასახლეში ევროპელი ლიდერების შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ეს შეხვედრა რუსეთსა და ამერიკას შორის დაგეგმილი შეხვედრის საპირწონედ ჩატარდა და ორი ძირითადი საკითხი განიხილეს – უკრაინის საკითხი და -ს მხრიდან დახმარების საკითხი.
„ასე “ტონკად” ის, რომ – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
“დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” – დაახლოებით ასეთი დევიზით მიმდინარეობდა გუშინ პარიზში “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”.
დღის წესრიგი:
1) ამერიკის დახმარების იმედი აღარ უნდა გვქონდეს და რა ვქნათ;
2) რა ვუყოთ უკრაინას;
ეს შეხვედრა ჩატარდა საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მიმდინარე შეხვედრის საპირწონედ.
პირველ საკითხზე გადაწყვიტეს – უნდა გავძლიერდეთ, რაც შეიძლება! ამისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა – უკრაინის წინაშე პასუხისმგებლობას ვათვითცნობიერებთ, მაგრამ აქ, ევროპაშიც, გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასე “ტონკად” ის, რომ უკრაინა – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს.
ევროკავშირის პრეზიდენტის ეს მოწოდება, პრინციპიდან: “მე მივდივარ და ჩემგან რა მიდის” – მოიწონა გერმანიის კანცლერმა. გავზარდოთო. უთანხმოება ხვდა წილად მეორე საკითხს: ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა, აი იმან, ტრამპმა რომ ბრძანა – „ამას რაზე უნდა ველაპარაკო, აზრზე არა ვარო“- მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე.
ოღონდო, სტარმერმა, ამისთვის მე აშშ-ს გარანტიები მჭირდებაო, თლა ჩემ თავზე ამას ვერ ავიღებო – ისევ რომ დასცხოს რუსეთმა უკრაინას, მერე სა ჯანდაბაში გავიქცეო? ეს ალბათ არ უნდა ეთქვა, რადგანაც ამ პერსპექტივის წარმოდგენაზე ერთდროულად “დაზადნეს” ოლაფ შოლცმაც და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ: “ნაადრევია…უადგილოა…არაეფექტურია” – ასეთი ეპითეტებით შეამკეს მათ სტარმერის ინიციატივა.
ყველაზე თამამი წინადადებით დაგვამახსოვრდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: ისე და…იქნება რუსეთთან სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებებში – უკრაინაც ჩაგვერთოო? პრინციპში – ევროკავშირიცო. არ იქნებოდა ურიგო. ლიდერები შეთანხმდნენ ამ უპრეცედენტოდ თამამ და საინტერესო ინიციატივაზე გააგრძელონ კონსულტაციები. მთლიანობაში – “კრება დარჩა მხიარული“, “-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, სტანდარტები აქამდეც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა

ჩვენი სურვილი არის ის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში