ბრიუსელში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში (THÉÂTRE NATIONAL WALLONIE), ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.
ევროპელი მაყურებელმა იხილა 75-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედება, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელს ხიბლავს. მათ თვალწინ იშლება ქვეყნის ისტორია, ბრძოლის, გმირობისა და იმედის ამბავი.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში „სუხიშვილების“ კონცერტი 13 დეკემბერს საფრანგეთში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება