“მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, – ამბობს დგებუაძე…
როგორ არ გაგეცინება კაცს ამ კაცმაცუნებზე! მხდალ, მშიშარა ადამიანებზე!
განსაკუთრებით სასაცილოა სიტყვა – “თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”… და კაციშვილი არაა, ვინც იკითხავს – რაზე უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა? ლოყაზე სიწითლე რომ აღენიშნებოდა? თუ იმაზე, ტკივილი რომ განუცდია, თურმე!
×××
ეს დავწერე, როდესაც გავიგე, რომ სს კოდექსს ემატება სამშობლოს ღალატის მუხლი!
დახვრეტის მუხლის აღდგენამდე ნახევარი ნაბიჯია!.. ჰო, მეც არ მჯერა, რომ ამას იზამენ! მაგრამ… ეგრე, ბევრი რამ არ მჯეროდა!
დახვრეტის კანდიდატებიც მყავს!
1. სააკაშვილი 2. ზურაბიშვილი 3. გახარია…
მათზე წინ, ვინ იცის, იქნებ ამაღლობელიც კი!..” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან.
„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში”, – დასძინა მდინარაძემ.