რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 21%-ზე დატოვა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2002 წლის შემდეგ. ინფორმაციას interfax-ი ავრცელებს.
ბანკი თავის ანგარიშში წერს, რომ წელს განაკვეთის გაზრდა მოუწევს და საშუალო განაკვეთის პროგნოზი 17-20%-დან 19-22%-მდე გაიზარდება.
გარდა ამისა, გასული წლის ოქტომბერში ცენტრალური ბანკი 2025 წლის ინფლაციას 4,5-5%-ის დონეზე ვარაუდობდა, ახლა კი პროგნოზი საშუალოდ, 7-8%-მდე გაიზარდა. ცენტრალური ბანკი ასევე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ფასები პიკს აპრილ-მაისში მიაღწევს.
