რუსეთმა სრულად და ულაპარაკოდ უნდა დატოვოს დნესტრისპირეთი – მოლდოვა

17 თებერვალს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანისკენ მოუწოდა.
“მოლდოვა ყოველთვის ითხოვდა დნესტრის მარცხენა სანაპიროდან ს ჯარების სრულ და უპირობო გაყვანას და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას. არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცს, რომელიც იმყოფება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ, არ აქვს აქ დარჩენის უფლება, ხოლო რუსული ჯარი უნდა გავიდეს სრულად და უპირობოდ, საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, რომელთა შესრულების ვალდებულება თავისთავზე რუსეთმა აიღო”. – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.