WP: ევროპა უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე მსჯელობს – “ყველაზე დიდი სამხედრო ძალის გამოყოფას საფრანგეთი გეგმავს” – WP

გამოცემა The Washington Post წერს, რომ ევროპა ში ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს, მაგრამ ამავდროულად ამ ნაბიჯის გადასადგმელად -ს მხარდაჭერა სჭირდება.
გამოცემა ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო კონტინგენტის რაოდენობა, რომელიც ევროპამ შესაძლოა უკრაინაში განათავსოს 25 000-დან 30 000 ჯარისკაცამდე მერყეობს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე დიდი სამხედრო ძალის გამოყოფას საფრანგეთი გეგმავს, სხვადასხვა მონაცემით ქვეყანას უკრაინაში 10 000-მდე ჯარისკაცის განთავსება შეუძლია.
აშშ-მ წარსულში განაცხადა, რომ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის განთავსების იდეას არ ეწინააღმდეგება, იმ პირობით, რომ უკრაინის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ ამერიკელი ჯარისკაცები.
ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უკრაინაში ჯარი განათავსოს.