„პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის“ – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ შეიცვლება.
უკრაინული მედიის ცნობით, დოვილე შაკალიენის ამ განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამისთვის სრული მზადყოფნაა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს“, – აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.
წყარო: ipn.ge