არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა ვადიმ სტროიკინის სიცოცხლის ბოლო წუთებში.
59 წლის რუსი მომღერალ-კომპოზიტორის ნათელი კარიერა მოულოდნელად, 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის გუნდი დილის 9 საათზე მის ვიწრო, მეცხრე სართულზე მდებარე სანქტ-პეტერბურგის ბინაში მივიდა. მიზეზი უკრაინის არმიისთვის თანხის შეწირვაა.
- რუსული მედიის მიერ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სტროიკინმა წყლის დასალევად სამზარეულოში გასვლა ითხოვა, ფანჯარა გააღო და თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. მისი სხეული გამვლელმა იპოვა.
თუმცა, ზოგი ის ადამიანი, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა, ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ მან თავი მოიკლა.
Guardian-ის მიერ გამოკითხული 12 მეგობარი სტროიკინს იხსენებს, როგორც ქარიზმატულ და იდეალისტ უცნაურ პიროვნებას. მას არასდროს დაუმალავს თავისი ზიზღი რუსეთის მიერ ომის მიმართ უკრაინაში, მაშინაც კი, როცა აზრის გამოხატვა სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.
“ამ იდიოტმა (პუტინმა) ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხსაც და ძმა ერსაც,” – დაწერა მან სოციალურ მედიაში 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ.
მეგობრები სტროიკინს, რომელიც ურალში გაიზარდა, მოყვარული ალპინისტად ახასიათებენ, რომელსაც ყოველთვის დამოუკიდებელი ხასიათი ჰქონდა.
საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს ანტისაბჭოთა დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო და იძულებით გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მოგვიანებით მან აღიარება მოიპოვა, როგორც თვითნასწავლმა მუსიკოსმა, ჟანრში ბარდი, რომელიც 1960-იანი წლების საბჭოთა კულტურულ დათბობასთან და ალეგორიული სიმღერების, როგორც გამოხატვის საშუალების აღმასვლასთანაა დაკავშირებული. ის ასევე რუსეთში და მთელ მსოფლიოში სტუდენტებს ასწავლიდა.
ბაკაპმა თქვა, რომ სტროიკინმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავისი პოზიტიურობა და ნაპერწკალი დაკარგა, საუბრობდა იზოლაციისა და დეპრესიის შესახებ სოციალურ მედიაში, ისევე, როგორც მეგობრებთან და სასმელს მიეძალა.
ფლორიდა ვოვსი, სტროიკინის კიდევ ერთი ძველი მეგობარი, ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
“მას დიდი გეგმები ჰქონდა, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ჩემთვის რთულია დავიჯერო, რომ ის ამას გააკეთებდა” – თქვა მან.
რუსეთს პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსებისა და სხვა მაღალი პროფილის მქონე პირების იდუმალ ვითარებაში გარდაცვალების ხანგრძლივი ისტორია აქვს, ზოგიერთი – ფანჯრიდან ვარდნით. ზოგიერთი შემთხვევა სავარაუდო მკვლელობაა, ზოგი კი ბუნდოვანი რჩება. თუმცა თვითმკვლელობად ცოტას თუ მიიჩნევენ.