აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი შვიდი წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი – ერთი.
უამინდობის გამო, კენტუკში 39 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს