მოლდოვა აცხადებს, რომ ორმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის საჰაერო სივრცე კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია, – Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა.
გამოცემის ცნობით, მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერმა, დანიელ ვოდამ დრონების წარმომავლობა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე მოხდა. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი ს თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა.
დანიელ ვოდას ინფორმაციით, ორივე დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ქალაქ ტარაკლიასთან ახლოს დატოვა.
შეგახსენებთ, 13 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი უწყებაში დაიბარა და გამოაცხადა, რომ კიშინიოვში მდებარე რუსული კულტურის ცენტრს დახურავდა.