ზელენსკი დებს პირობას, რომ გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას

უკრაინის პრეზიდენტმა, მ 16 დეკემბერს შეხვედრა გამართა სამხედრო მეთაურებთან და გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას – იმ ფონზე, როცა განაგრძობს რაკეტებით და დრონებით შეტევებს უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან, რათა ს კვლავაც გამოეყოს დახმარება.
“ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად” – განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში და დასძინა – “საჰაერო თავდაცვის საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა”.
ზელენსკის თქმით, მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად.
“შობა ახლოვდება” – თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა შენელდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომლებსაც შეუძლიათ ახლა დაგვეხმარონ და მომავალში აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა”.
ზელენსკის ახლახან ჰქონდა საერთაშორისო ვიზიტები, მათ შორის არგენტინაში, -ში, ნორვეგიაში და გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო შტაბ-ბინაში, ის ცდილობს გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა გლობალური ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზებას და “პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად”, იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარება მზარდ წინაღობებს აწყდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული ომის 22-ე თვეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია – ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

თინა ხიდაშელი – ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული – არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, შეფასებული არ არის, როგორც წარმატებული, დადებითი ან სამართლიანი