სერბიაში 17 დეკემბერს ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელბსაც ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე – იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით არის წარმოდგენილი.
ვუჩიჩი, რომლის სახელიც ბიულეტენზე დატანილი არ არის, ცდილობდა გაეძლიერებინა მხარდაჭერა მმართველი, სერბიის პროგრესული პარტიის (SNS) მიმართ, კამპანიით, რომელსაც, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, თან სდევდა ზეწოლის შემთხვევები და მიკერძოებული გაშუქება მედიაში.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან – მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.
მთავარი საარჩევნო ბრძოლა შედგება დედაქალაქში, ბელგრადში, სადაც მოქალაქეები აირჩევენ წარმომადგენლებს როგორც ქალაქის 110 ადგილიან საკრებულოში – რომელშიც მერი ოთხი წლის ვადით ირჩევა – ისე ქალაქის უფრო მცირე საბჭოებში.
გვიან ღამით გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით გაერთიანებული, პროევროპული კოალიცია სახელით “სერბია ძალადობის წინააღმდეგ” მხარდამხარ მისდევს პრეზიდენტის კოალიციას, სახელით “ალექსანდარ ვუჩიჩი – ბელგრადი არ უნდა შეჩერდეს”.