“ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორსა და რეგიონებში” – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რეგიონებში მანიფესტის მსვლელობას დროებით აჩერებენ.
“ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში. თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივილია”, – წერს თეატრი.
გუშინ, 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა