რუსეთზე სამომავლო სანქციები მათ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული – G7

დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ უკრაინისთვის გამძლე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს, და განაცხადეს, რომ რუსეთზე სამომავლო სანქციები მისი მხრიდან მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერ ჩართულობაზე არის დამოკიდებული.
ამის შესახებ განცხადება G7-მა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
“თებერვლის შემდეგ ნებისმიერი ახალი, დამატებითი სანქცია უნდა უკავშირდებოდეს იმას, დაიწყებს თუ არა ს ფედერაცია ნამდვილ, კეთილსინდისიერ ძალისხმევებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამძლე დასასრულისკენ მისაყვანად, რომელიც უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს”. – წერია განცხადებაში.
დიდმა შვიდეულმა ხაზი გაუსვა “მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების საჭიროებას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ომი ხელახლა არ დაიწყოს”.
G7-ში შედიან , საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია, ბრიტანეთი და ევროკავშირი.
წყარო: ტაბულა