ირაკლი კუპრაძე – 2 ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას, ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული – უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს

ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! – ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს! , – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, მომხდარ უბედურ შემთხვევას.
როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
“ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!
,,ოცნების ქალაქში” ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს.
209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს.
დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში 2 ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში…
ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.
უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა