80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის. თქვენ ევროპის გმირები ხართ! ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ,” – წერს იუკნევიჩიენე.
თავის პოსტში ევროპარლამენტარს მონიშნული ჰყავს ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში “ევროპული სახალხო პარტიის” ჯგუფი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
