ოთარ ზურაბიშვილი – არავინ ელოდებოდა, რომ აქცია, პროტესტი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს – “ქართული ოცნება” ნელ-ნელა იშლება

ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, ს ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ოთარ ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც მე-80 დღეა ხალხი ახალი ს დანიშვნას და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
“არავინ ელოდებოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა აქცია, პროტესტი, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს. დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაგრძელდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, არ დაინიშნება ახალი და სანამ არ გამოუშვებენ სინდისის პატიმრებს.
ხალხი არ თმობს. ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული