საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.
ზურაბიშვილმა შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა და თქვა, რომ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ ისაუბრა.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, — თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან შეხვედრაზეც.
მისი თქმით, ლატვიის პრეზიდენტთან ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ურყევ ნებაზე ისაუბრა.