– მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის – მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მ თბილისში მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მასშტაბური აქციებია საჭირო.
„ვფიქრობ, რომ მასშტაბური აქციები საჭიროა, რადგან ვხედავთ, რომ ნელ-ნელა პოლიცია ცდილობს, შეავიწროოს ეს პროტესტი. ასევე, ვხედავთ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმები მისდით ადამიანებს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, ბაქრაძე გამოეხმაურა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციას და განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ქმედებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.
„ევროპაში მალე იქნება უფრო მეტი რეაგირება. მაგალითად, გერმანიაში 23 თებერვალსაა და სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ბევრს არ უნდა მოველოდეთ. ასეთი მოცემულობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა მკაცრი რეზოლუცია მიიღო, უნდა ვნახოთ მთავრობები რას გააკეთებენ. მოთმინება გვჭირდება როგორც თბილისში, ისე დასავლეთთან მიმართებით, რადგან თუნდაც ამერიკაში შეცვლილი ადმინისტრაციის გამო შეყოვნებაა, რაც იმედი მაქვს მალე დასრულდება”, – განაცხადა ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი