– საქართველოში ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან კარგი საუბრი მქონდა

საქართველოში ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან კარგი საუბრი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„კარგი საუბარი მქონდა ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნების აუცილებლობისა და საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთის ძირგამომთხრელი ჰიბრიდული სტრატეგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია