გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდა.
გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობელი ვართ ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო ს” არაღიარების პრინციპული პოზიციისთვის“,- აცხადებს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ც, ესწრება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ დისკუსიებში. ს გარდა, მიუნხენში იმყოფება გიორგი გახარიაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ