სალომე ზურაბიშვილი – პროდუქტიული საუბარი მქონდა ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე აქციების შესახებ – ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯებზე.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – ანტიამერიკული აღარ არის აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! – ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?!