ავტორ მაშა გესენს მიენიჭა ჰანა არენდტის სახელობის პრემია, ღაზის შესახებ განცხადებების სკანდალის ფონზე

რუს-ამერიკელ ავტორს, მაშა გესენს გერმანიის ქალაქ ბრემენში 16 დეკემბერს მიენიჭა ჰანა არენდტის სახელობის პრემია პოლიტიკური აზროვნებისთვის – ერთი დღის დაგვიანებით, რომელიც გამოიწვია გესენის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების კრიტიკამ.
ცერემონია ბრემენის მუნიციპალიტეტის სასახლეში 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და უფრო მცირე დარბაზში მოეწყო – მას მერე, რაც გერმანიაში ბევრი გაანაწყენა გესენის მხრიდან ღაზის სექტორში არსებული ვითარების შედარებამ ებრაელთა გეტოებთან, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.
ჟიურიმ გესენს არენდტის სახელობის პრემია მიანიჭა ს გაშუქების გამო.
გესენი 1967 წელს დაიბადა მოსკოვში და ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ