დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება

პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.
კერძოდ, თბილისში, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია „საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!“. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან.
18:00 საათიდან, ევროპის მოედნიდან მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!”
19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
20:00 საათზე, აქცია საქართველოს პარლამენტთან.
ასევე, 20:00 საათზე, “პროფესიების პროტესტი რუსთაველზე“ – ჯანდაცვის სექტორი პარლამენტთან;
21:00 საათზე, საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.
რაც შეხება რეგიონებს, 12:00 საათზე, ბათუმიდან სარფში (ევროპის მოედნიდან) გაიმართება მსვლელობა;
18:00 საათზე, მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!“ (ცენტრალური პარკის კოლონადები);
19:00 საათზე, გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“
13:00 საათზე, სარფში გაიმართება „რეჟიმის ტყვეების მხარდამჭერი“ აქცია;
ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ – „ბრძოლა გამარჯვებამდე“
18:00 საათზე, თელავში მერიის წინ უწყვეტი პროტესტი;
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“
ჩხოროწყუში, 20:00 საათზე, მერიის წინ, “გაბედე პროტესტი ყოველდღე!“
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“
გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი !“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…