აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება – ვინ არის კრემლის ფავორიტი ამჯერად

დღეს, 15 თებერვალს, აფხაზეთში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო იმართება.
უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ასევე რუსეთში. თურქეთში ამჯერად აფხაზეთს უბნის გახსნის უფლება არ მიეცა [ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური თბილისი არ გაანაწყენა. მეორე ვერსიით, თურქეთში ოპოზიციური კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი].
ერთიან სიაში, ოფიციალური მონაცემით 134 500 ამომრჩეველი ირიცხება.
დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე დიდ კონკურენტებად აფხაზური საზოგადოება ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას მიიჩნევს. ბადრა გუნბა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაგუნდელია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბჟანიას ვადამდელი გადადგომის შემდეგ [საპროტესტო აქციების გამო გადადგა], დე ფაქტო ს პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ ის მიიჩნევა დღეს კრემლის ფავორიტად. დე ფაქტო არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდში, მოსკოვის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ მას როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში.
მეორე კანდიდატი ადგურ არძინბა ოპოზიციური კანდიდატია, რომელიც ასევე, საკმაოდ რეიტინგულია აფხაზურ საზოგადოებაში.
თუ პირველივე ტურში, დე ფაქტო სახელისუფლებო კანდიდატმა 50%-ზე ნაკლები ხმა მოიპოვა,მეორე ტური შედგება, რაც ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შანსებს ზრდის, რადგან სხვა დანარჩენი კანდიდატები სწორედ მას დაუჭერენ მხარს.