ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას და ნატალი ლუაზოს შეხვდა

ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. აუდიენციის შესახებ მოგვიანებით დაწერა თავად სალომე ზურაბიშვილმაც:
“შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რათა განგვეხილა სიტუაცია და გაზრდილი რეპრესიები საქართველოში. ისინი, ვინც რუსეთის დავალებებს ასრულებენ, პასუხი უნდა აგონ. მადლობას ვუხდი ლიეტუვას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერისთვის”– წერს პრეზიდენტი X-ზე.
ზურაბიშვილმა უკვე გამართა აუდიენცია ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოსთან.
“მიუნხენში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის ნახვა. სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, რომელსაც ევროპის სჯერა, იცის, საიდან მომდინარეობს საფრთხე და ვინ ესხმის თავს ჩვენს დემოკრატიას”, – წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი შევხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს. შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა