კრემლი უარყოფს უკრაინის ბრალდებას ჩერნობილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

კრემლმა პარასკევს უარყო უკრაინის ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსულმა დრონმა ღამით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი ნაგებობა დააზიანა. რუსეთში უკრაინის ბრალდებას “პროვოკაციული” უწოდეს.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია სავარაუდო ინციდენტის შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი არ უტევს ბირთვულ ინფრასტრუქტურას.
“რუსი სამხედროები ამას არ აკეთებენ. ეს, სავარაუდოდ, მორიგი პროვოკაციაა… სწორედ ეს მოსწონს კიევის რეჟიმს და ზოგჯერ, არც ერიდება ამის გაკეთებას”, – თქვა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გაეროს ბირთვული ენერგიის დამკვირვებელი სააგენტო ადასტურებენ, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ატომურ სადგურზე, რადიაციის დონე ნორმალურია.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“