ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული 1300-ზე მეტი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა დაყენებული. ამის შესახებ ცნობილი ხდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით, რომლითაც გამარჯვებული კომპანიისგან სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობას ითხოვენ.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია:
· 1176 ერთეული IP კამერა;
· 180 კამერა, რომლებსაც ავტომობილების ნომრების ამოცნობა შეუძლია.
