ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა

„ხალხის ძალის“ წევრი რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო – ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს…
• სებ-მა რეზერვები გაყიდა – არ უნდა გაეყიდაო…
• სებ-მა რეზერვები იყიდა – რატომ იყიდაო…
• ლარის კურსი მყარდება – არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო…
• ლარი უფასურდება – არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო…
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა – არ უნდა შეემცირებინაო…
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა – უნდა გაეზარდაო…
კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში
P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.
მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ)
ჰო და – იმ პერიოდს დაემთხვა, რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა – დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ “პიქსელპიქსელ” გადააყლაპა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ჩვენი ქვეყანა სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. უახლოეს პერიოდში, ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან, ეს გამოწვევა კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და გონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს

მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას – გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა