ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ

საპარლამენტო ს ხელახლა დანიშვნის და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, – აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გამართა.
78-ე დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად უწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. შეკრებილები აცხადებენ, რომ „ხელისუფლებაში რუსული რეჟიმია და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
საპროტესტო აქციაზე, იყო სიტყვით გამოსვლებიც. მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია