ტრამპმა განაცხადა, რომ “დიდი შვიდეულში” რუსეთის დაბრუნებას ისურვებდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ დააბრუნებდა რუსეთს „დიდი შვიდეულის“( G7) რიგებში.
რუსეთი G7-ის შეხვედრებზე აღარ მიიწვიეს 2014 წლიდან – მას მერე, რაც უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა.
ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა: „ვფიქრობ დიდი შეცდომა იყო მისი გაგდება,“ – იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისასაც გამოთქვა სურვილი, დაუბრუნდეს რუსეთი ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების გაერთიანებას, მაგრამ მას ამაში მხარი არ დაუჭირეს ევროპელმა მოკავშირეებმა.
„დიდი შვიდეული“ 1975 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს სამრეწველო – ლიბერალ-დემოკრატიულ ფასეულობის მქონე წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების ფორუმი. მისი ამოცანაა მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვა. ახლა ჯგუფში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა, ხოლო ევროკომისიას მეთვალყურის სტატუსი აქვს.
1998 წელს რუსეთის მიღებით ჯგუფი „დიდი რვიანი“ (G8) გახდა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ის კვლავ ძველ ფორმატს დაუბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ