აშშ-ის სენატმა, რომელშიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს აქვთ უმრავლესობა, დაამტკიცა უმცროსი რობერტ ფრენსის კენედი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილს, ცნობილს როგორც RFK Jr. – 52 სენატორი მიემხრო, 48 წინააღმდეგი იყო.
კენედი უხელმძღვანელებს სამინისტროს, რომელშიც 80 ათასი ადამიანი მუშაობს და რომელსაც 1,7 ტრილიონიანი ბიუჯეტი აქვს.
RFK Jr.-ს წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა რესპუბლიკელმაც: სენატის უმრავლესობის ყოფილმა თავმჯდომარემ, მიჩ მაკონელმა, რომელმაც ბავშვობაში პოლიომიელიტი გადაიტანა.
დემოკრატები ერთხმად იყვნენ კენედის კანდიდატურის წინააღმდეგ.
ფორუმი




