„თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს აკისრია.
„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, სასამართლო უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და არა სამართალდამრღვევების.
“უზენაეს სასამართლოსთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სასამართლო არის ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამოცანაა ქვეყანაში სამართლიანობის დაცვა, ამასთან ის ძალაუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა, რომელმაც უნდა დააბალანსოს ხელისუფლება და უკარნახოს მას სამართლიანი წესები. სასამართლო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი ჰქონდა, ამას არ აკეთებს. სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია დაასრულოს ის ტერორი და რეპრესიები, რაც დღეს ქვეყანაშია და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ამას სასამართლო არ აკეთებს. აქ მოვედით იმისთვის, რომ მათი როლი აღვნიშნოთ იმ ყველაფერში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომ მათაც ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გვინდა მოვუწოდოთ მათ, რომ თავიანთი როლი შეასრულონ. შეასრულონ ფუნქცია, რასაც სასამართლო რეალურად უნდა ასრულებდეს – იცავდეს ადამიანის უფლებებს და არა სამართალდამრღვევებს”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “იბრძოლე ბოლომდე, სანამ გვიანი არ არის”, “არა უსამართლობას!” “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.
სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ, შეკრებილები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები უკვე 78-ე დღეა იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას