პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო, ველით, რომ ურთიერთობებს გადავტვირთავთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩინურ სახელმწიფო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევი გასულ ოთხ წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს.
“პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ”, – განაცხადა ალიევმა.
