მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვის შემდეგ – ხელისუფლებისთვის სხვა აზრის მქონე ადამიანი მიუღებელია, ამიტომ ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად – არ მიმაჩნია მუქარად, რასაც სწორად ვთვლი, იმას ვაკეთებ

მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო კითხვები. მე ვუპასუხე, რომ მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც სწორად ვთვლი, იმას ვაკეთებ , – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, კითხვები დაისვა ასევე, მის მიერ საზოგადოებისთვის აქციებზე გამოსვლის მოწოდების შესახებ.
„კითხვები დაისვა, მოუწოდებთ თუ არა საზოგადოებას, გამოვიდეს აქციებზე. როცა „პოსტს“ ვაქვეყნებ შეგნებულად მუქარის შემცველი ტონით რატომ ხდება. მე ავუხსენი, რომ ჩემი ქართული თქვენთვის შეიძლება იყოს მუქარის ტონი, მაგრამ ჩემი ქართულით არ არის.
ყველასთვის ცხადია, რომ ჩემს გვერდზე ყოველთვის იქნება მოწოდება, რომ გამოვიდნენ აქციებსა თუ დემონსტრაციებზე. ეს ყოველთვის ხდება. უფრო მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო კითხვები. მე ვუპასუხე, რომ მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც სწორად ვთვლი იმას ვაკეთებ, უბრალოდ ხელისუფლებისთვის ნებისმიერი სხვა აზრის მქონე ადამიანი მიუღებელია, ამიტომაც ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად.
არასდროს დამიმალავს და არც ახალ დავმალავ, ბევრჯერ მითქვამს, შევეწინააღმდეგოთ. არსად ნარ ყოფილა ნახსენები რაიმე სახის იარაღი, ვამბობ, რომ უბრალოდ შევეწინააღმდეგოთ. ეს არ არის საკმარისი ჩვენი სიმართლე რომ დავამტკიცოთ, რათა ბრძოლას ჰქონდეს აზრი. იარაღთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი