პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – პროცესს გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ერთი მოწმე – პოლიციელი გაიოზ ეფრემიძე ჰყავს წარმოდგენილი.
სასამართლო პროცესს
გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება