პროფკავშირების გაფიცვის გამო, ბელგიის აეროპორტმა ათობით ავიარეისი გააუქმა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბელგიის სამმა მთავარმა პროფკავშირმა ბრიუსელში მასშტაბური გაფიცვა კიდევ ერთხელ გამოაცხადა.
პროფკავშირების წარმომადგენლები ადგილობრივი დროით 10:30 საათიდან ბრიუსელ-ჩრდილოეთის რკინიგზის სადგურთან შეიკრიბნენ მსვლელობას აწყობენ.
გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდა ათობით ავიარეისი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.
საპროტესტო აქციები ბელგიაში მთავრობის ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი უნდა გაიზარდოს. მას შემდეგ ყოველი თვის 13 რიცხვში ბრიუსელში პროფკავშირები იფიცებიან, რაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.