კახა ოქრიაშვილი – თუ ამ ბრძოლაში მ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლო მომავალში, დაანონსდა უკრაინის თემის გარშემო მოლაპარაკების გახსნა პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის. ამ შეხვედრაზე არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი, ამ შეხვედრაზე წყდება მთელი მსოფლიოს მომავალი.
პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით – გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს პოლიტიკაში პრეზიდენტი პუტინი – დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება. მათ შორის ერთი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, მეორე კი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის პრეზიდენტია და სწორედ უკრაინის საკითხთან ერთად წყდება, დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ტოტალიტარიზმი. რომელი მოახერხებს, რომ ისევ დიადი გახდეს, ამერიკა თუ , ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამ ბრძოლაში კი, ვერცერთ ქართველს ბუნებრივად ვერ ექნება ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია. მეტიც, ვიდრეს ეს ოკუპაცია გრძელდება, ს ქომაგი ვერცერთ საკითხში ვერ ვიქნებით.
ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ახლა ტრამპი საუბრობს, გრენლანდიის თემა იქნება თუ რაიმე სხვა, არაფრისმომცემი რიტორიკაა. თუ ამ ბრძოლაში მ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის ისეთი მარცხი იქნება, რომ მის შემდგომ სიდიადეზე საუბარიც კი წარმოუდგენელი გახდება.
იმედი მაქვს, სამართლიანობა და დემოკრატია გაიმარჯვებს. ეს ვითარება პირდაპირ ეხება ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალს, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი