უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა – მედია

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მედია წერს, რომ წყარო სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სანქციები პრეზიდენტ ს ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ საბჭომ სანქციები დააწესა, თუმცა კონკრეტული გვარები პრეზიდენტმა არ დაასახელა.
“ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს – ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ – უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ