აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც დაპატიმრების მიზნით 2017 წელს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ წერს:
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. თბილისში მის გატაცებას საქართველოში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები აქტიური საპროტესტო აქციებით ეხმაურებოდნენ. ამჟამად ალიევის დევნილი ჟურნალისტი ოჯახთან ერთად ევროპის ქვეყანაში ცხოვრობს.
“მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ”.
აფგან მუხთარლიმ ევროსასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა მოუგო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/123777616_gazmanov-300x169.jpg)