რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიას 80-ზე მეტი დრონით შეუტია

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, გასული ღამის განმავლობაში, ს რეგიონებში 83 უკრაინული დრონი გაანადგურეს, -ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს “, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 – კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 – ტვერის ოლქში, სამ-სამი – ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.