დაინიუს ჟალიმასი – საქართველოში თითოეულმა მოსამართლემ სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის პრინციპებს და თავის თავზე იგრძნოს სანქციები

ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების მიზანში ამოღება, სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, პეტრას აუსტრევიჩუსსა და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან სთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოაგდოების მხარდაჭერაზე.
“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ მათ გადარჩენის საშუალება მიეცეთ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები