„თბილისი ენერჯი“ – კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

12 თებერვალს 08:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12:00 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე და 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგ ა, – ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენითი აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
“9 თებერვალს ღამის 11:00 საათზე სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.
ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე დარჩა 150 000 აბონენტი.
გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად გათიშულ უბნებში, ყველა კორპუსთან დაიწყო სავალდებულო უსაფრთხოების სამუშაოები – გაზის ცენტრალური ონკანების გადაკეტვა. რაც აუცილებელია გაზის ქსელში შეშვებამდე, თითოეული ოჯახის უსაფრთხოებისთვის. პროცესი გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და 10 თებერვლის დღის პირველ ნახევარში დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყო ქსელში გაზის შეშვება.
კომპანიაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მუშაობდნენ. ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები – იმავე დღეს ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება აღუდგა.
გაზის მიწოდების აღდგენის სამუშაოები 11 თებერვალს დილის 08:00 საათიდან განახლდა, რადგან ღამის განმავლობაში აკრძალულია გაზის ჩართვა ქსელში აბონენტების უსაფრთხოების გამო. გეგმის მიუხედავად, გათიშული აბონენტების დიდი რაოდენობისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდა. დღის ბოლოსთვის ვაკის რაიონი თითქმის სრულად ჩაირთო. საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე კი გათიშული აბონენტების 55%-ს აღუდგა გაზმომარაგება. სამუშაოები 23:00 საათამდე გაგრძელდა.
12 თებერვალს 08:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე. დღის 15:00 საათისთვის საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა. აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი